მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება - ამირან გამყრელიძე

6075800a2f647
ინგა მურუსიძე
13.04.21 18:15
2314
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს  ახალი შტამების ცირკულაციასთანაა დაკავშირებული.

„სამწუხაროდ, რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე - საქართველოში. ის, რომ თუკი გადავიტანდი ინფექციას და გარანტირებული მქონდა, რომ აღარ შემხვდებოდა, ახლა ასე არ არის. იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები, ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, ამის გამო რეინფიცირების შემთხვევები თანდათან იზრდება, როგორც ყველგან, ისე - საქართველოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.