24.ივლისი .2021 21:00

“საქართველოში რომ ინვესტიცია მოიზიდო, პაპზე მეტი კათოლიკე უნდა იყო”

“საქართველოში რომ ინვესტიცია მოიზიდო, პაპზე მეტი კათოლიკე უნდა იყო”
views 1803
უკან

“საქართველოში რომ ინვესტიცია მოიზიდო, პაპზე მეტი კათოლიკე უნდა იყო”- ამის შესახებ გადაცემა #BMGDRIVE-ში “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, პანდემიის პარალელურად, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაა დღეს უდიდესი გამოწვევა.

“მგონია, რომ დღეს პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მნიშვნელოვანია ინვესტორებს ნდობა გავუჩინოთ, რათა ქვეყანაში ფული ჩადონ. ამაზე დღე და ღამე მთავრობის ეკონომიკური ბლოკი უნდა ზრუნავდეს. როდესაც საინვესტიციო გარემოში რაღაც იცვლება, ამას პირველ რიგში ჩვენ ვგრძნობთ. ჩვენი ინვესტორი რამდენიმე ასეული საერთაშორისო ფონდია. ეს მათ განწყობებზე პირველივე დღეს იგრძნობა. ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ”, - განმარტა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა