მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რუსეთიდან 25,000 ადამიანი შემოვიდა - ეკონომიკის მინისტრი

6225c8221edb7
შოთა ტყეშელაშვილი
07.03.22 12:59
7763
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის 20,000-25,000 მოქალაქე შემოვიდა. ამასთან, მინისტრმა თქვა, რომ რაოდენობრივად რუსეთის მოქალაქეთა ეს რაოდენობა 2020 წლის პერიოდის მსგავსია.

ლევან დავითაშვილს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად დროის რა მონაკვეთში შემოდა საქართველოში 20-25 ათასი რუსეთის მოქალაქე. მისი თქმით, ამ საკითხზე უფრო დეტალურად განმარტებას შსს მინისტრი გააკეთებს, რომელსაც მალე პარლამენტში ელიან.

რუსეთის მოქალაქეთა საქმიანობასთან დაკავშირებით კი დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველო რეგიონში “თავისუფლების კუნძულია” და ქვეყანამ ყველა უცხოელს, რომელიც ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში საქმიანობის უფლება უნდა მისცეს.

“რიცხვები თუ არ ვცდები, ეს არის 20-25 ათასი ადამიანი, ეს არის ის რაოდენობა, რაც იყო 2020 წელს, ვიდრე პანდემიის შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო მიმოსვლა, მაგრამ 2020-შიც იგივე რაოდენობა იყო შემომსვლელების.

განცხადება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები ჩამოდიან და ეს რისკევის შემცველია, ეს ასე არაა.

რაც შეეხება შეზღუდვებს საქართველოში საქმიანობაზე, ბიზნესის კეთების კუთხით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქესთვის ჩვენი სამეზობლოდან საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა შეძლონ საქმის კეთება. ჩვენი ეკონომიკა იყო გახსნილი და ჩვენ მოვიზიდოთ მეტი ადამიანები საქმიანობისთვის.

თუ ადამიანები გამოურბიან რეჟიმს და ცდილობენ თავისუფალ გარემოში იყვნენ, ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, უნდა მივცეთ ლეგალურად და სწორად საქმიანობის შესაძლებლობა.

ყველა მაკონტროლებელი უყურებს, რომ ქვეყანაში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, ამაზე საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად საერთაშორისო გადაწყვეტილებების აღსრულება. მათ შორის საფინანსო და საბანკო კონტექსტში. ეოვნულმა ბანკმა პირველივე დღეებში დაიწყო აღსრულება სანქცირებული ბანკების მიმართულებით. პროცესი წარვმართეთ ისე, რომ ქართული ბიზნესები და მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ და შესრულებულიყო სანქციების მოთხოვნები.

შემოვლენ პირები, რომელთაც ექნებათ სუფთა “რექორდი”, ანუ შემოვლენ ისინი, ვინც იმსახურებენ ქვეყანაში შემოსვლას,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.