მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

5f9d88ceb0bc1
ინგა მურუსიძე
31.10.20 20:00
576
საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეები, ვინც საარჩევნო უბნებთან მივიდნენ და ამ დრომდე რიგში მოუწიათ დგომა, ხმის მიცემას პრობლემების გარეშე შეძლებენ.

საქართველოში 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 45,77% იყო, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია. 
ინფორმაციისთვის, საქართველოს მოსახლეობამ დღეს პირველად, ახალი პარლამენტის მომავალი დეპუტატები ახალი წესით აირჩია. 

მთავარი სიახლე, რომელიც ამ არჩევნებს ახლავს თან, ისაა რომ ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს პარლამენტის 150 წევრი - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პროპორციული მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ს მაინც მიიღებენ. ბლოკებისთვის კი ბარიერი ბლოკში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და 1%-ის ნამრავლის ტოლია.

ქვეყნის მასშტაბით დღევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებული იყო 50 პარტია და 500-ზე მაჟორიტარობის კანდიდატი.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 პირი.