21.ნოემბერი .2020 20:00

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

views 311
უკან

საქართველოს მასშტაბით, 17 მაჟორტარულ ოლქში, სადაც დღეს არჩევნების მეორე ტური ტარდებოდა, ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება და მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიაწვდის და სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება.

ცნობისთვის: ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და შესაბამისად, მეორე ტურში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა