მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 0.5 მლნ მოქალაქეს გადააჭარბა

5fca569b9ee18
შოთა ტყეშელაშვილი
04.12.20 20:10
1389
საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 87 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა და მან 2020 წლის ოქტომბერში ნახევარ მილიონ ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას სულ 143 ათასი ოჯახი იღებს, ამ ოჯახებში მაცხოვრებელთა რაოდენობა კი, 510.4 ათასია. ეს საქართველოს მოსახლეობის 13.7%-ს შეადგენს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, საარსებო შემწეობა საშუალო ბენეფიციარისთვის თვეში 56.5 ლარის ტოლია.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის ფენომენი უფრო ფართოდ სასოფლო ტიპის დასახლებებში არის გავრცელებული, სადაც სოციალური დახმარების ბენეფიციართა 57% ცხოვრობს.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა განსაკუთრებული ტემპით ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პარალელურად გაიზარდა.

2021 წლის განმავლობაში მთავრობა სოციალურად დაუცველთა დახმარებების ზრდისთვის დამატებით 100 მილიონ ლარს დახარჯავს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც 65,000-100,000-მდეა 6 თვის ვადით დამატებით 100 ლარიან შემწეობების გაცემა არის დაგეგმილი. ასევე, დამატებით დახმარებებს მიიღებენ ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი.