06.იანვარი .2021 20:00

საქართველოში საახალწლო და საშობაო ნივთების იმპორტი 13.3%-ით შემცირდა

საქართველოში საახალწლო და საშობაო ნივთების იმპორტი 13.3%-ით შემცირდა
views 734
უკან

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში (იანვარი- ოქტომბერი) ქვეყანამ 2,352 მლნ აშშ დოლარის საახალწლო საქონელი (ნაძვის ხეები; სათამაშოები; დეკორაციები) შეიძინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2,713 მლნ დოლარის.

რაც შეეხება ქვეყნებს, ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველო საახალწლო და საშობაო ნივთებს ყიდულობს ასე გამოიყურება.

1) ჩინეთი - 1,877 მლნ აშშ დოლარი;
2) ნიდერლანდი - 194.2 ათასი დოლარი;
3) უკრაინა - 81.38 ათასი დოლარი;
4) ჰონ-კონგი - 54.89 ათასი დოლარი;
5) სინგაპური - 21.74 ათასი დოლარი;
6) ფილიპინები - 18.29 ათასი დოლარი;
7) გერმანია - 15.36 ათასი დოლარი;
8) ტაივანი - 14.35 ათასი აშშ დოლარი;
9) რუსეთი - 5.34 ათასი დოლარი;
10) აშშ - 3.54 ათასი დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა