28.აპრილი.2016 10:15
ეკონომიკა

საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მარტში 49.9%-ით შემცირდა

საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მარტში 49.9%-ით შემცირდა
საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი 2016 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49.9%-ით შემცირდა და კვტ/სთ-ზე 3.4 აშშ ცენტი შეადგინა. გალტ&თაგარტის ინფორმაციით, ელექტროენერგიის საბაზრო ფასი თურქეთშიც შემცირებულია და კვტ/სთ-ზე 3.9 აშშ ცენტი (-21.5% წ/წ) შეადგინა.

საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი ვარდნის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმპორტირებული ელექტროენერგიის უჩვეულოდ დაბალი ფასი იყო, რაც თავის მხრივ თებერვალში რუსეთიდან შეღავათიან ფასებში იმპორტზე მოკლევადიანი შეთანხმების შედეგია. იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასმა მხოლოდ 2.8 ცენტი შეადგინა კვტ/სთ-ზე, როდესაც ეს მაჩვენებელი როგორც წესი 5-7 აშშ ცენტის ფარგლებში მერყეობს. ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის 61.1% იმპორტირებული ელექტროენერგია იყო. შესაბამისად, იაფმა იმპორტმა დიდი გავლენა იქონია საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე. საბალანსო ელექტროენერგიის 29.7% ჰეს-ების მიერ იყო წარმოებული, დანარჩენი თბოსადგურების. ელექტროენერგიის ფასების დაღმავალი ტენდენცია თურქეთში კვლავ გრძელდება, რაც ნაწილობრივ დაბალი გაზისა და ნავთობის ფასებით არის გამოწვეული. მოსალოდნელია, რომ საშუალო ვადაში თურქეთში ელექტროენერგიის ფასები აღმავალ ტენდენციას დაუბრუნდება.

21.აპრილი.2019 00:20
2

SOCAR Energy Georgia - რეიტინგის ლიდერი Forbes Georgia-ს მიხედვით

ვრცლად
20.აპრილი.2019 21:02
110

რა შემთხვევაში უნდა აშენდეს ჰესები დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე? - კახა კუჭავას პოზიცია

ვრცლად
20.აპრილი.2019 20:01
149

ენერგოპროექტებიდან ქონების გადასახადი შესაძლოა იქ დარჩეს, სადაც ობიექტი მდებარეობს

ვრცლად
20.აპრილი.2019 19:00
96

საქსტატი ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე სუბიექტების საქმიანობის შესახებ კვლევას ჩაატარებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 18:00
163

ღვინის სადეგუსტაციო ტრანსპორტი - რა სერვისს სთავაზობს WinGo tours-ი ტურისტებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 17:25
6144

“გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს“ - რა არგუმენტი აქვს ბიზნესს?

ვრცლად