25.ოქტომბერი .2021 17:33

საქართველოში საბანკო დეპოზიტების 61% უცხოურ ვალუტაშია განთავსებული

საქართველოში საბანკო დეპოზიტების 61% უცხოურ ვალუტაშია განთავსებული
views 252
უკან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეპოზიტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების მოცულობა 457 მილიონი ლარით (1.3%-ით) გაიზარდა და მან 35.86 მილიარდ ლარს მიაღწია. 

"სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 127.52 მლნ ლარით ანუ 0.81%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.85%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 584.99 მლნ ლარით ანუ 2.96%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.01%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 39.27 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.63 პროცენტული პუნქტით).

სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.54% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.70%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.89%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.97%, ხოლო ევროს წილმა 15.64% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა