მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საბანკო სესხების 6.4% უმოქმედოა - ეროვნული ბანკი

6184e7b97dad6
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.21 20:30
848
საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში საბანკო სესხების მთლიანი პორტფელის 6.4% უმოქმედოა. ქვეყანაში გაცემული სესხების მოცულობა 40.1 მილიარდი ლარია, შესაბამისად, უმოქმედო სესხის სტატუსი მათგან 2.56 მილიარდი ლარის სესხებს აქვს მინიჭებული.

ეროვნული ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, უმოქმედო სესხი წარმოადგენს იმ სესხებს, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უმოქმედო სესხების მოცულობა მცირდება, იანვარში ის საბანკო სესხების პორტფელის 8.4%-ს შეადგენდა.

თვეების მიხედვით, უმოქმედო სესხების მოცულობა ასე იცვლებოდა:

იანვარი - 8.4%;
თებერვალი - 8.4%;
მარტი - 8.5%;
აპრილი - 8.0%;
მაისი - 7.6%;
ივნისი - 6.9%;
ივლისი - 6.7%;
აგვისტო - 6.4%.

ეროვნული ბანკი უმოქმედო სესხების მოცულობას სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიითაც ითვლის. ამ მეთოდოლოგიით, უმოქმედოა სესხი თუ ის 90 დღეზე მეტად არის ვადაგადაცილებული. ამ კატეგორიის სესხების მოცულობა საბანკო პორტფელის 2.3%-ს შეადგენს. 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მაქსიმალური იანვარსა და თებერვალში იყო და 2.6%-ს შეადგენდა.