მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საჭიროზე მეტი საავადმყოფოა – გიორგი გოცაძე

5eb4658e8a1aa
თამთა ჯიჯავაძე
07.05.20 23:53
1311
საქართველოში არის იმაზე მეტი საავადმყოფო, რაც საქართველოს როგორც ქვეყანას და ერს სჭირდება. ამ საავადმყოფოთა საწოლთა ფონდი დატვირთულია 53%-ით წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აქვს ზედმეტი სიმძლავრე იმისათვის, რომ უფრო მეტი პაციენტის და დატვითვის ატანა შეძლოს.

„ჩვენ ბუნებაში გვაქვს ზედმეტი სიმძლავრეები და მგონია რომ ამ სისტემას უნდა ჰქონდეს მეტის გატარების უნარი და მჯერა, რომ მეტი პაციენტის გატარების უნარი უნდა ჰქონდეს, ვიდრე გვყავდეს ჩვენ ჰოსპიტალში 300 პაციენტი“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

„დღეს ხდება ის, რომ ჯანდაცვის სისტემაში აღარ მიდის არც ჩვეულებრივი პაციენტი, ვისაც ესაჭიროება და თავს იკავებს მისვლისგან, გვაქვს სიმძლავრეები, რომელიც გავამზადეთ და რეალურად გამკაცრებული სოციალური დისტანცირებით, ფიზიკური დაშორებით, კარანტინით და რაღაცებით, ამ სიმძლავრეს არ ვიყენებთ, თუმცა, მომზადებული არის“, – დასძინა მან.

„კურაციოს“ პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა რამდენიმე წლის წინ გრიპის გავრცელების პერიოდი, როდესაც ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ დატვირთული იყო:

„ჩვენ გვქონდა ჩვეულებრივი სეზონური გრიპი და ძალიან დიდი იყო დატვირთვა მაშინ ჯანდაცვის სისტემაზე, რა თქმა უნდა იმ სეზონურ გრიპსაც ახლდა თავისი წილი რთული შემთხვევები, და გარდაცვალებები. სისტემა მაშინ უფრო სერიოზულად მუშაობდა, ვიდრე დღეს მუშაობს. მე ვამბობ 2–3 წლის წინანდელს და არა 10 წლის წინანდელს. სერიოზული დატვირთვა იყო ჯანდაცვის სისტემაზე და მან ეს გაატარა“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.