ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,53 ათასი ტონა, რაც 0,34 ათასი ტონით ანუ 28,6%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან (1,19 ათასი ტონა) შედარებით 0,45 ათასი ტონით ანუ 41,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,08 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,25 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,24 ათასი ტონა (15,7%); ირანი - 0,23 ათასი ტონა (15,0%); გერმანია - 0,15 ათასი ტონა (9,8%) და სხვ.
2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 3,79 ათასი ტონა, რაც 0,44 ათასი ტონით ანუ 10,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,23 ათასი ტონა) შედარებით.
2021 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,64 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,48 ათასი ტონა (12,7%); გერმანია - 0,43 ათასი ტონა (11,3%); ირანი - 0,43 ათასი ტონა (11,3%) და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი წინა თვესთან და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, პანდემიის გავლენა პროდუქციის მოხმარებაზე კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. თუმცა სახეზე მაინც გვაქვს პოზიტიური დინამიკა მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, მომავალ თვეებშიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის სრულყოფილმა აღდგენამ ხელი შეუწყო იმას, რომ ის კვლავინდებურად გამოჩნდა ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა