მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საჰაერო გადაფრენები I კვარტალში 53%-ით გაიზარდა

625576ed1e53a
მარიამ ვარადაშვილი
12.04.22 20:23
800
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საჰაერო გადაფრენები 2021 წელთან შედარებით 53%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი 33%-ით შემცირდა. ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოს მსგავსად საჰაერო მიმოსვლა წელს სხვა ქვეყნებშიც გააქტიურდა.

გასულ სამ თვეში სულ 22 205 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში 14 497 ერთეული გადაფრენა შესრულდა, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში 33 183.

საქართველოს საჰაერო სივრცეში გაზრდილ ტრაფიკზე "ევროკონტროლიც" წერდა. კერძოდ, "ევროკონტროლის" თანახმად, რუსეთის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ აზიის მიმართულებაზე ევროპული ავიაკომპანიები რეისებს სამხრეთიდან ახორციელებენ. შედეგად, საქართველოში მოცემულ პერიოდში ყოველდღიური გადაფრენების საშუალო მაჩვენებელი 76%-ით არის გაზრდილი.

ვრცლად: ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ყოველდღიური გადაფრენები საშუალოდ 76%-ით გაიზარდა – "საქაერონავიგაციის" განმარტება