მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საჰაერო მიმართულებების 53% უკვე აღდგენილია - ავიაციის სააგენტო

60bf9da4d12a0
თამთა ჯიჯავაძე
08.06.21 21:40
625
საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. დღეისთვის აღდგენილია მიმართულებების 53%-ი. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც კოვიდ-19-მდე დაფრინავდნენ საქართველოში 58%-ით დაუბრუნდნენ ჩვენი ქვეყნის საავიაციო სივრცეს. ასევე აღდგენილია პანდემიამდე არსებული სიხშირეების 57%-ი.

"სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა Euro wings და Oman Air - ავიაკომპანიები, რომლებიც კორონავირუსამდე არ დაფრინავდნენ საქართველოში. აღნიშნული შედეგები, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ავიაციის და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალს, მათ შორის კოვიდ-19-ის ფარგლებშიც", - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.