04.მაისი .2021 10:10

საქართველოში “საკაბელო” და ინტერნეტ ტელევიზიის აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში “საკაბელო” და ინტერნეტ ტელევიზიის აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა
views 225
უკან

მაუწყებლობის ტრანზიტის - ანუ სხვადასხვა სახის ფასიანი სატელევიზიო სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა 687 ათასამდე გაიზარდა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, 2020 წლის თებერვალთან შედარებით აბონენტთა რაოდენობამ 5%-ით იმატა.

მაუწყებლობის ტრანზიტი რამდენიმე კატეგორიის სერვისს აერთიანებს, ესენია - IPTV, ე.წ. “საკაბელო”, ანუ კოაქსიალური, სატელიტური, ფასიანი ციფრული რადიოსიხშირული და ინტერნეტ ტელევიზიების კატეგორიები.

ამ მიმართულებებს შორის ყველაზე მსხვილი სეგმენტი IPTV-ია, რომელსაც 538 ათასი აბონენტი ჰყავს.

შემოსავლების მიხედვითაც, IPTV ყველაზე მსხვილი მიმართულებაა. თებერვალში მაუწყებლობის ტრანზიტის სფეროს 10 მილიონიანი შემოსავლიდან 8.6 მილიონი ლარი სწორედ IPTV-ზე მოდიოდა.

IPTV-ის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე “მაგთია”, მისი საბაზრო წილი 57%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა “სილქნეტი” რომლის წილიც 27%-ია, სხვა მცირე ზომის კომპანიების საბაზრო წილი კი 6%-ს შეადგენს.

2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, საშუალოდ IPTV-ის აბონენტების ყოველთვირუი ტარიფი 16.1 ლარია. კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა, თუ საშუალოდ რამდენი არხი შედის იმ სამაუწყებლო პაკეტებში, რომლებსაც მომხმარებლები იყენებენ.

სტატისტიკის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტთა 97.3% ფიზიკური პირი, 2.7% კი იურიდიული პირია.