მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში სალიზინგო სექტორი განვითარების საწყისს ეტაპზეა"

5e45106913447
ანა ჯოხაძე
13.02.20 13:09
2016
"საქართველოში სალიზინგო სექტორი განვითარების საწყისს ეტაპზეა”-ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს სალიზინგო კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ნესტან მიქელაძემ განუცხადა.

როგორც მიქელაძე ამბობს, რეგიონთან შედარებით სალიზინგო მიმართულებას ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს, თუმცა პერსპერქტივებს, საქართველოს სალიზინგო კომპანიის ფინანსური დირექტორი მაინც ხედავს.

"საქართველოს ბაზარზე სალიზინგო სექტორი განვითარების დაბალ ეტაპზეა. ჩვენ თუ გადავხედავთ ზოგადად რეგიონში სალიზინგო სექტორის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ჩვენი მაჩვენებელი 2019 წლის მდგომარეობით 0.5%-ია, მაშინ როცა ბალტიისპირეთში ეს არის დაახლოებით 5%-მდე.

სექტორი განვითარების საწყის ეტაპზეა და ძალიან დიდი პერსპექტივები არსებობს. სექტორს შეუძლია გაოთხმაგდეს, გახუთმაგდეს მინიმუმ"-ამბობს საქართველოს სალიზინგო კომპანიის ფინანსური დირექტორი ნესტან მიქელაძე.