28.აგვისტო .2020 09:30

საქართველოში სასტუმროების რა ნაწილია სახელმწიფო საკუთრებაში?

views 514
უკან

საქსტატმა სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ შარშან საქართველოში 1 682 რეგისტრირებული სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, რომელიც ორგანიზაციების დეკლარირებულ მონაცემებს ეყრდნობა, გასულ წელს სასტუმროების 99.3% კერძო საკუთრებაში, ხოლო 0.7 % სახელმწიფო საკუთრებაში იყო.

რაც შეეხება სასტუმროების ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, მათი ძირითადი ნაწილი - 54.6 % შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ან ინდივიდუალური მეწარმე (43 %) იყო.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების საერთო ფართობი - 2 მილიონი კვადრატული მეტრი (17.9 %-ით მეტი), ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართი 1 მილიონი კვადრატული მეტრი (7.5 %-ით მეტი) იყო.

2019 წელს სასტუმროებმა 68.4 ათასი კვადრატული მეტრის სივრცე იჯარით გასცეს.

ცნობისთვის: სტატისტიკის ეროვნული სამსახური სასტუმროების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი საქმიანობის პროფილით, ოფიციალურად რეგისტრირებული ორგანიზაციებისგან იღებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა