07.სექტემბერი .2020 19:30

საქართველოში სატვირთო-სატრანზიტო გადაზიდვები გაიზარდა - იმპორტიორთა კავშირი

views 209
უკან

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ივლისში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ შეადგინა 28 196 ერთეული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5 837 ერთეულით ანუ 26,1%-ით აღემატება.

როგორც bm.ge-ის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს, სულ 2020 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ შეადგინა 166 367 ერთეული, რაც 15,2%-ით ანუ 21 944 ერთეულით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

„მიმდინარე წელს საქართველოში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება ტრანზიტად გამავალი სატვირთო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდება COVID-19 პანდემიის პირობებში, რაც საქართველოს ეკონომიკისათვის უდაოდ დადებითი მოვლენაა, ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, დადებითად მოქმედებს დიზელის საწვავის და საავტომობილო ზეთების რეალიზაციაზე“, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.