სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ საუდის არაბერთის საელჩომ კრიმინალური ვითარების მოტივით საკუთარი მოქალაქეები საქართველოში მოგზაურობის თაობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში" ისაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რომლის გამოც საელჩომ ეს გაფრთხილება გასცა.
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საელჩოს ეს განცხადება შემომსვლელი ვიზიტორების რაოდენობაზე მნიშვნელოვნად არ აისახება.
“სამწუხარო ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთიდის საელჩომ საქართველო დაუცველ ქვეყანათა სიაში გადაიტანა და საკუთარ ხალხს საქართველოში მოგზაურობისას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მიზეზი ადგილზე არაჯანსაღი კრიმინალური სიტუაციაა. შედეგად, ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ რეისზე საქართველოში ჩამოსვლაზე უარი 40-მა ადამიანმა თქვა. თავად გადავთარგმენთ რაც ეწერათ. ჩამონათვალში იყო ის, რომ ბოშები აღმაშენებლის გამზირსა და მეიდანზე (სოლოლაკში) ჩამოსულ სტუმრებს სამკაულებს აცლიან, ზოგს კი ფულს ჰპარავენ. განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იყო გაკეთებული. შსს-ს ამ ფაქტებზე რეაგირება ვთხოვეთ. სამწუხაროდ, ეს განცხადება დღემდე ისე დევს”, - ამბობს ალავერდაშვილი.
აღნიშნულ პრობლემაზე BM.GE-სთან „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გაფრთხილების გამო მათ სასტუმროებში ჯავშნები გაუქმდა.
"ყველაზე დიდი პრობლემა, საუდის არაბეთის საელჩოს მიერ მოქალაქეები გააფრთხილება მიგვაჩნია, რადგან მათ განაცხადეს, რომ საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანა არ არის, რაც ქვეყნისა და სექტორისთვის საკმაოდ დამაზიანებელია. ეს საკმაოდ ცუდად აისახა უკვე ჯავშნებზე და ამის გამო ამ მიმართულებიდან ჯავშნების გაუქმებები დაფიქსირდა. ეს გაფრთხილება ძირითადად თბილისის ტურისტულ ადგილებში ბოშების მიერ ტურისტების შეწუხებისა და ქურდობის ფაქტების დაფიქსირების გამო გაკეთდა. პრობლემის შესახებ ჩვენ ტურიზმის ადმინისტრაციას მივმართეთ და როგორც გვითხრეს ამ კვირაში ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საუდის არაბეთის ელჩთან შეხვედრას გეგმავენ", - აღნიშნა კოკაიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება