მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის განხილვისთვის მზად ვართ - ლავროვის პირობა

5e9ecfa942b19
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.20 14:53
2998
რუსეთი საქართველოსთან ერთად განიხილავს სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას, თუ ამის წინანდადებას ქართული მხარე წარმოადგენს - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ინფორმაციას რუსული გამოცემა https://tass.ru/  ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, თბილისთან ერთად განიხილოს სატვირთო წარმომადგენლობების გახსნა, თუ ამ შინაარსის წინადადებას საქართველო წამოაყენებს.

„მზად ვიქნებით, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, რამეთუ მათი გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. ალბათ, უნდა დაველოდოთ, ჩვენი ქართველი კოლეგები როდის შეეხებიან ამ საკითხს. სავაჭრო წარმომადგენლობები, ასევე, იმედოვნებენ, რომ გარკვეული რაოდენობის შეთანხმებები შედგება. არ ვფიქრობ, რომ ეს მკვეთრ უპირატესობებს მოგვცემს, მაგრამ თუ ასეთ შეთავაზებას გაგვიკეთებენ, ჩვენ განვიხილავთ ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლაც აღდგება, რომელიც 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ბრძანის საფუძველზე შეწყდა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში არ გაღრმავდეს რუსოფობია. იმ ექსცესებმა, რომლებიც საერთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარებისას მოხდა, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაგვაფიქრა რუსების უსაფრთხოების საკითებზე, თუმცა შემდგომში ქართული მხარე ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნებოდა; ჯამში, ჩვენ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ავიამიმოსვლა გაჩერებულია“, - დასძინა სერგეი ლავროვმა. 

ის რუსეთის საელჩოს ფუნქციონირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასიკეთოდ აუცილებელია, რომ საელჩო სრულყოფილად ფუნქციონირებდეს.

„თუ იქნება სრულყოფილი საელჩო, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების და კულტურული კავშირების ოპერატიული განხორციელებისთვის, ეს უფრო ეფექტური იქნება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე რუსეთმა საქართველოს ავიაემბარგო დაუწესა. რაც შეეხება საელჩოს ფუნქციონირებას, 2008 წლის 2 სექტემბრიდან საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.