ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების დასტაბილურება ნაკლებად სავარაუდოა.
როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ განმარტა, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი და ლარის გაცვლითი კურსი განსაზღვრავს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავზე ფასები ბოლო დღეების განმავლობაში მცირდება, საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურების გამო ეს ფაქტი საწვავის ღირებულებას არ ამცირებს.
„ძირითადი ფაქტორი, რის გამოც წლის დასაწყისიდან საწვავზე ფასები 65 თეთრით გაძვირდა, ეს საერთაშორისო ფასების გავლენა იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ფასებთან მიმართებაში საკმაოდ პოზიტიური დინამიკაა და შემცირების ტრენდი შეინიშნება. ექნება თუ არა ამას ტენდენციის სახე, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ბენზინის შემთხვევაში საერთაშორისო ფასები 1 ტონაზე 610 დოლარია, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. მაქსიმალური ფასი იყო 650 დოლარი. თუმცა მეორე ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რადგან ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრი გაუფასურება საწვავის ფასზე დიდ გავლენას ახდენს.
ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე საცალო ქსელში, ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასები ფიქსირდება, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს, არამხოლოდ მომხმარებელზე, არამედ კომპანიებზე, რადგან ასეთი მატების პირობებში გარკვეული დროის შემდეგ მოთხოვნა საწვავზე შემცირდება“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშიროს თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში საცალო ქსელებში საწვავზე ფასმა შეიძლება კიდევ 5 თეთრით მოიმატოს.
„ობიექტური რეალობაა, იმ მოცემულობით, რაც ლარის გაცვლის კურსთან მიმართებაში გვაქვს და ოპტიმიზმის ნიშნებიც არ არის, რთულია იმის თქმა, რომ ბაზარზე ფასები დასტაბილურდება. თუ ეს მონაცემები და ვითარება შენარჩუნდა, შეიძლება ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით მოხდეს. შესაძლოა კომპანიებმა ფასები 5 თეთრით გაზარდონ, რიგ კომპანიებს ამ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება არც დასჭირდეთ, თუმცა ჯერჯერობით ხანგრძლივვადიან პროგნოზზე საუბარი მართებული არ იქნება, რადგან ამ ორ ფაქტორთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადი ვითარება გვაქვს“, - განმარტა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა