მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია“ - მკვლევარი

60464bb0a0b5c
ნუცა ბაზლიძე
08.03.21 22:40
2521
ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მკვლევარის თინათინ ახვლედიანის თქმით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია, რაც ბიზნესს დაბრკოლებებს უქმნის. 

“დღეს მცირე და საშუალო ბიზნესს არ აქვს წვდომა გრძელვადიან, დაბალხარჯიან ფინანსებზე. სესხებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოში ძალიან მაღალია. განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს”, – განაცხადა თინათინ ახვლედიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში".

მისივე თქმით, როდესაც ბიზნესს არ აქვს სესხებზე წვდომა, განვითარება რთულია. ასეთ სიტუაციაში კი მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა იმ კუთხით, რომ საპროცენტო განაკვეთს სუბსიდირების მექანიზმი შეეხოს ან შეიქმნას ფონდები, რომლებიც გარანტორად ჩაუდგებიან იმ ბიზნესებს, რომლებიც ვერ იღებენ სესხს. 

„ფონდების არსებობა აპრობირებული მეთოდია. არსებობს ევროკავშირის საინვესტიციო ბანკი, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა საინვესტიციო ფონდიც, რომელიც ემსახურება იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები გაიზარდონ“ - აღნიშნა ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარმა.