მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შაქრის TOP იმპორტიორთა ქვეყნებში პოლონეთი ლიდერობს

5e49439db5605
ნინი ლონგურაშვილი
16.02.20 19:45
3668
საქართველოში შაქრის იმპორტიორებს შორის, 2017-2018 წლებში მთავარ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, საიდანაც მხოლოდ 2018 წელს 21.3 მლნ დოლარის ღირებულების შაქარი შემოვიდა. 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 76.2%-ით შემცირდა.

2019 წელს შაქრის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ თეულის სათავეში პოლონეთია, საიდანაც 15.2 მლნ დოლარის ღირებულების, 40 800 ტონა შაქარი შევისყდეთ.

შაქრის ბაზრის ტენდენციებთან დაკავშირებით, BM.GE საქართველოში სიდიდით მეოთხე ადგილზე მყოფ შაქრის იმპორტიორ კომპანიას დაუკავშირდა. შპს „ალფას“ გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ამბობს, რომ ევროპულ შაქარზე ფასმა 2019 წლის დასაწყისში დაიკლო, რამაც პოლონეთიდან იმპორტის ზრდა განაპირობა.

„2019 წელს შეიძლება, იმპორტიორი ქვეყნების ათეულში პოლონეთი ლიდერობს, თუმცა ეს დროებითია. ევროპაში შაქარზე ფასის კლება დაახლოებით 7-8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ჩვენთვის პოლონეთის ბაზრიდან პროდუქტის იმპორტი ყველაზე ხელსაყრელი იყო, მაგრამ ამის პარალელურად, წლის მეოთხე კვარტალში რუსეთმა საგრძნობლად დაწია შაქარზე ფასი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის ათეულის სათავეში რუსეთი იქნება. მე, როგორც იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენთვის რუსეთიდან იმპორტი უფრო მომგებიანია, ამიტომ თუ ეს ფასი შენარჩუნდა, ჩვენი პროგნოზებით, პოლონეთს რუსეთი ჩაანაცვლებს. ჯამში 2019 წლის ბოლო კვარტალი რომ ავიღოთ, ამ კუთხით რუსეთის ბაზარი ლიდერობს“, – ამბობს გურამ ბროძელი.

2019 წელს შაქრის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ 10 ასე გამოიყურება:

1. პოლონეთი - 15.2 მლნ დოლარი, 40 800 ტონა (2018 წ. - 19.9 მლნ დოლარი, 52 370 ტონა);
2. აზერბაიჯანი - 8.5 მლნ დოლარი, 20 258 ტონა (2018 წ. - 107.2 ათასი დოლარი, 135 ტონა);
3. რუსეთი - 7.4 მლნ დოლარი, 19 056 ტონა (2018 წ. – 83.8 ათასი დოლარი, 49.8 ტონა);
4. საფრანგეთი - 5.4 მლნ დოლარი, 13 064 ტონა (2018 წ. – 5.5 მლნ დოლარი, 13 514 ტონა)
5. ბრაზილია - 5.0 მლნ დოლარი, 14 067 ტონა (2018 წ. – 21.3 მლნ დოლარი, 69 400 ტონა);
6. უკრაინა - 4.3 მლნ დოლარი, 10 648 ტონა (2018 წ. - 4.5 მლნ დოლარი, 11 040 ტონა);
7. ბელგია - 2.4 მლნ დოლარი, 5 977 ტონა (2018 წ. – 2.8 მლნ დოლარი, 7 320 ტონა);
8. ნიდერლანდები - 1.3 მლნ დოლარი, 3 312 ტონა (2018 წ. – 819.8 ათასი დოლარი, 1 897 ტონა);
9. ბელარუსი - 471.7 ათასი დოლარი, 1 209 ტონა (2018 წ. – 11.6 ათასი დოლარი, 19.5 ტონა);
10. თურქეთი - 71.2 ათასი დოლარი, 119.5 ტონა (2018 წ. – 13.9 ათასი დოლარი, 4.9 ტონა)