17.ნოემბერი .2019 10:45

საქართველოში შავი ხიზილალის წარმოება იწყება

views 6752
უკან

საქართველოში ადგილობრივი წარმოების შავი ხიზილალა გამოჩნდება. როგორც BMG-ის შატო “ზეგაანის” მფლობელმა, ბიზნესმენმა დავით ტატულაშვილმა განუცხადა, პროექტი უკვე მზად არის და ქართული ხიზილალა 2020 წლის მარტიდან ჩაეშვება გაყიდვაში.

“ამ საკითხზე მუშაობა, დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 11 წლის წინ დავიწყეთ, ჩემს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტე, საქართველოში შავი ხიზილალას წარმოება და ეს იქნება აბსოლუტურად ბიო, რადგან თევზი, რომლისგანაც ხიზილალას დამზადებას ვგეგმავთ რიონიდან მოგვყავს და დაახლოებით 300 ტონამდეა. წარმოებას რაც შეეხება პროექტი უკვე მზად გვაქვს, ამ ეტაპზე მხოლოდ მარკეტინგული მიმართულებით ვმუშაობთ და მალე გაიგებს ქართველი მომხმარებელი შავი ხიზილალას წარმოების დეტალებს. 2020 წლის მარტიდან უნდა დაიწყოს შავი ხიზილალას წამოება და დაახლოებით 10 ტონას შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობით საქართველო, ხიზილალას წარმოებით, შესაძლოა, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გავიდეს”,-ამბობს BMG-ისთან ბიზნესმენი დავით ტატულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა