მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შემოსული მოგზაურების რაოდენობა II კვარტალში 199%-ით გაიზარდა - საქსტატი

62f9f4a736d25
გიორგი თოლორდავა
15.08.22 11:29
1135
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1,049 ათასი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 198.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 47.0% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922 ათასი შეადგინა, რაც 176.2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 749 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 145.0%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ვიზიტორების განაწილებას ქვეყნების მიხედვით, II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით.

2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.