მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შესაძლოა ქართულ-უზბეკური საწარმო შეიქმნას - ელჩი

6039cbb491789
მარიამ ადამია
27.02.21 09:40
2310
საქართველო უზბეკეთს  სატრანსპორტო კორიდორებით სარგებლობას სთავაზობს. ძირითადად ეს სარკინიგზო გადაზიდვებს ეხება და მიზნად ისახავს, რომ უზბეკეთის მხარემ, როგორც ინვესტორმა  მონაწილეობა მიიღოს ლოგისტიკურ პროექტებში. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრმა სარდორ უმურზაკოვმა ონლაინ-შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ლოგისტიკური დერეფნის განმტკიცებასა და სამომავლო გეგმებზე, ისევე როგორც ორმხრივი ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობაზე. შეხვედრის დეტალებზე კი BMG-სთან, საქართველოს ელჩი უზბეკეთში, ზურაბ აბდუშელიშვილი საუბრობს.

„შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ორ ქვეყანას შორის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, თუნდაც მაგალითად ტექსტილის კუთხით, რადგან ამ მიმართულებით უზბეკეთი საკმაოდ ძლიერია. ხოლო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, როცა უვიზო მიმოსვლა გვაქვს ევროპის ქვეყნებთან, საქართველოში წარმოებულ პროდუქცია შეიძლება თავისუფლად გავიდეს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, ფასთწარმოქმნაში აიაფებს პროდუქციას,“ - აღნიშნა საქართველოს ელჩმა უზბეკეთში.

შეგახსენებთ, რომ მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო უმასპინძლებს ორი ქვეყნის მიერ შექმნილ, ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ერთობლივი ინვესტიციების საკითხებზე იმუშავებს. გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას კიდევ ერთი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქციას და შეარჩევს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს.