15.სექტემბერი .2020 18:23

საქართველოში შობადობა შემცირდა - რომელ რეგიონში იკლებს და სად იზრდება მოსახლეობა

views 3469
უკან

საქსტატმა 2020 წლის პირველი ნახევრის დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე წლის იანვარი-ივნისში დაიბადა - 22 142, ხოლო გარდაიცვალა 23 448 ადამიანი. სტატისტიკის მიხედვით, სახეზეა ბუნებრივი მატების უარყოფითი სალდო - გარდაცვლილთა რაოდენობა ახალშობილებს 1 306-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, მიმდინარე წელს 981-ით ნაკლები ადამიანი დაიბადა.

ანგარიში ასევე მოიცავს დაბადებულთა განაწილებას რეგიონების მიხედვით, საიდანაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში დაიბადა.

2020 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

• თბილისი - დაიბადა 7 365, გარდაიცვალა 6 401, ზრდა 964 ადამიანით;
• იმერეთი - დაიბადა 2 794, გარდაიცვალა 4 081, კლება 1 287 ადამიანით;
• აჭარა - დაიბადა 2 659, გარდაიცვალა 1 778, ზრდა 881 ადამიანით;
• ქვემო ქართლი - დაიბადა 2 599, გარდაიცვალა 2 142, ზრდა 457 ადამიანით;
• კახეთი - დაიბადა 1 794, გარდაიცვალა 2 207, კლება 413 ადამიანით;
• სამეგრელო და ზემო სვანეთი - დაიბადა 1 582, გარდაიცვალა 2 437, კლება 855 ადამიანით;
• შიდა ქართლი - დაიბადა 1 422, გარდაიცვალა 1 633, კლება 211 ადამიანით;
• სამცხე-ჯავახეთი - დაიბადა 805, გარდაიცვალა 871, კლება 66 ადამიანით;
• გურია - დაიბადა 530, გარდაიცვალა 833, კლება 303 ადამიანით;
• მცხეთა-მთიანეთი - დაიბადა 472, გარდაიცვალა 670, კლება 198 ადამიანით;
• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - დაიბდა 120, გარდაიცვალა 395, კლება 275 ადამიანით.

აღსანიშნავია, რომ Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, პანდემიას დემოგრაფიული მონაცემების ცვლილებაზე ძირეული გავლენა არ მოუხდენია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა