მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში შშმ პირებისთვის სამოგზაუროდ სპეციალური ვირტუალური აპლიკაცია იქმნება

5e2735db4fe4d
მარიამ ადამია
21.01.20 22:09
1065
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის დაცვის სამინისტროსთან ერთად, კომპანია “ვირექსი” შშმ პირებისთვის სპეციალურ აპლიკაციას ამზადებს და ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ დათვალიერება, ექნებათ საშუალება სრულფასოვნად განიცადონ და ნახონ ვირტუალურად ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც რთულად მისადგომია, მათ შორის იქნება თავდაპირველად მუცო, ვარძია, შატილი, ხოლო სამომავლოდ დაემატება უფლისციხე და ნელნელა ყველა ის ობიექტი, რომელიც საქართველოშია. ამის შესახებ, Bm.ge-სთან “ვირექსის” დირექტორმა ნიკა როსტომაშვილმა ისაუბრა.

“ჩვენ ვცდილობთ და ვმუშაობთ, რომ სათვალე, რომლის გამოყენებითაც არის შესაძლებელი ვირტუალურ რეალობაში ტურისტული ობიექტების დათვალიერება, გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველასთვის, განსაკუთრებით შშმ პირებისთვის, რომ მათ შეძლონ მათთვის შექმნილი აპლიკაციის გამოყენება და ვირტუალურად მოგზაურობა. აპლიკაცია უკვე მზად არის რომ მოხმარებაში ჩავუშვათ, თუმცა ამ ეტაპისთვის ფინანსური და ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი, ამიტომ ზუსტ დროს როდის იქნება ხელმისაწვდომი, ვერ ვასახელებ,” - აღნიშნა ნიკა როსტომაშვილმა.

მისი თქმით, დროთა განმავლობაში ძეგლები დაემატება პროგრამაში და სამომავლო პერსპექტივაში ყველას დათვალიერება იქნება შესაძლებელი საქართველოს მასშტაბით. ადამიანები შეძლებენ ამორჩევას ინტერესებიდან გამომდინარე თუ რა ნახონ, არჩევანი იქნება მრავალფეროვანი.