მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სკოლის პედაგოგთა 73% არის აცრილი

61f654a92c8bf
BM.GE
30.01.22 12:59
882
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში პედაგოგების და სკოლების ადმინისტრაციის პერსონალის 73.6% არის აცრილი. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის ექიმები გადამზადდენ, რომლებსაც კვირაში ერთხელ მასწავლებლების და ადმინისტრაციის პერიოდული ტესტირება ევალებათ. 

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს. სწორედ გადამზადებული ექიმები უზრუნველყოფენ აღნიშნულ სკოლებში Covid-19-ზე თანამშრომელთა ტესტირებას. ხოლო იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაგრძელდება.

სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი - კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოში 2,300 სკოლაა, მათში 63,000 პედაგოგი ასწავლის.