მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სრულად 1 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი - სტატისტიკა

61a77e1bc32fd
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.21 18:12
608
საქართველოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე სრულად აცრილია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NCDC-ი მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„კორონავირუსის დამარცხებამდე გზა კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა ის დროა მადლიერება გამოვხატოთ თითოეული იმ ადამიანს მიმართ, ვისაც პანდემიის დასრულებაში მისი წვლილი შეაქვს.

ჩვენი სიცოცხლისთვის უსაფრთხო ცხოვრებას, რომ დავუბრუნდეთ ამისთვის დღეს შენი ჩართულობაც საჭიროა. აიცერი და დაიცავი შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე!“, - ნათქვამია დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნია, რომ 1 დეკემბერი მონაცემებით, სულ 2 183 335 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 41.0 %-ია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.1%.

NCDC-ის ცნობით, 30 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 999 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის აქტივობის განაწილება რეგიონების მიხედვით კი ასეთია: თბილისი - 4 209; იმერეთი - 1 681; აჭარა - 1 306; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 273; კახეთი - 1 032; ქვემო ქართლი - 776; გურია - 512; შიდა ქართლი - 430; სამცხე-ჯავახეთი - 408; მცხეთა-მთიანეთი - 263; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 109.