25.მარტი .2020 19:26

საქართველოში სწრაფი ტესტების პირველი პარტია ჩამოვიდა

views 226
უკან

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწრაფი ტესტების პირველი პარტია უკვე საქართველოშია, რომელიც მარნეულის მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სწრაფი ტესტების დეფიციტია, საქართველოს მთავრობამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება და ეტაპობრივად საქართველოში 200 000 ტესტი შემოვა.

„სწრაფი ტესტების პირველი პარტია ჩამოვიდა. ეს სწრფი ტესტები გახლვათ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო 6 საათიდან შემცირებულია 1,5 საათამდე, რაც მოგვცემს საშუალებას პირველი ეტაპისთვის, რომ შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის“-აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, მარნეულში უკვე „დასქრინულია“ მუშა ჯგუფების მხრიდან 35 ათასი მოქალაქე, რაც დაახლოებით 8 ათასამდე ოჯახია.

„25 -მდე ადამიანს დაუდგინდა გარკვეული ცვლილება და შესაბამისად მათ ჩაუტარდებათ ტესტირება. 1000 ტესტია ამ ეტაპისთვის ჩამოტანილი. ჩვენ ველოდებით კვირის ბოლოს 3000 ტესტს, შემდეგ 5000-ს, ჯამში ხელშეკრულება უკვე გაფორმებული გვაქვს 2000 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ მაღალი რისკია და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აქ გაკეთდება“-აცხადებს ტიკარაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა