11.ოქტომბერი .2019 10:18

საქართველოში ტაქსების ფედერაცია იქმნება და მემორანდუმს ნიუ-იორკის ტაქსის ფედერაციასთან აფორმებს

views 2970
უკან


დღეს სასტუმრო “ბილტმორში” საქართველოს ტაქსის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართება. ამასთან ერთად დაგეგმილია ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმის "აქსელის" პრეზენტაცია.

ღონისძიება 14:00 საათზეა დაგეგმილი. ღონისძების ფარგლებში საქართველოს ტაქსების ფედერაცია, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, ნიუ-იორკის ტაქსის ფედერაცია და საქართველოს ტრანსპორტის, გზების მუშაკთა პროფკავშირები და სხვა დაინტერესებული პირები ტაქსის რეგულაციის შესახებ იმსჯელებენ და სამოქალაქო ტრანსპორტის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით ამერიკულ გამოცდილებას გაიზიარებენ. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ტაქსის ფედერაციასა და ნიუ-იორკის ტაქსის ფედერაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

შეხვედრას, რომელიც საქარველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით იმართება, გახსნიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, ნიუ-იორკის ტაქსის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო მატეო, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ლავრენტი ალანია და თბილისი საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე.