მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თვითიზოლაციაში 1 100 ადამიანი იმყოფება

5e6bdc3870299
BM.GE
13.03.20 23:13
1565
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა. ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება.

უწყების ცნობით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე სულ 600 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი.

ასევე, ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 438 ადამიანი, 1100 კი - თვითიზოლაციაში.

70 პაციენტი იმყოფება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.