მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში თხილის დამყნობის ახალი მეთოდი შემოგვაქვს – Camille Bloch

5fcb5b31e2a53
სალომე მეცხვარიშვილი
05.12.20 14:41
925
საქართველოში თხილის დამყნობის ახალი მეთოდი შემოგვაქვს, – ამის შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია - Camille Bloch–ის გაყიდვების მენეჯერი და “Camille Bloch საქართველოს” დირექტორი რენე მეიერი აცხადებს. შვეიცარული კომპანიის წარმომადგენელმა ინტერვიუ გადაცემა CheckPoints–ს მისცა.

რენე მეიერმა ისაუბრა, მათ გეგმებზე საქართველოში. მისი თქმით, კომპანია აპირებს ქვეყანაში არამხოლოდ ინვესტიციები, არამედ ცოდნაც და ინოვაციაც შემოიტანოს და ერთ–ერთი სწორედ თხილის დამყნობის ახალი მეთოდია.

“საქართველოში თხილის დამყნობის ახალი მეთოდი შემოგვაქვს. რათქმაუნდა, აღნიშნული მეთოდის შესახებ ადგილობრივებს მივაწვდით ინფორმაციას და ვასწავლით კიდეც მათ. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივები დანერგავენ ამას, რადგან ვფიქრობთ ეს მეთოდი გრძელ ვადაში გაცილებით ეფექტიანია, მით უმეტეს, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, თხილის კულტურა საქართველოში აგრარული მიმართულების ერთ–ერთი პრიორიტეტია.

დიახ, ვფიქრობთ, დავეხმარებით საქართველოს გახდეს თხილის კულტივაციის მიმართულებით მოწინავე ქვეყანა და თუ დღეს ის მსოფლიოში მეოთხე– მეხუთე ადგლს იკავებს, გახდეს მესამე ან მეორეადგილოსანი”,– განაცხადა რენე მეიერმა.

შეგახსენებთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, შოკოლადის მწარმოებელი კომპანია - Camille Bloch საქართველოში შემოვიდა. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, კომპანია, რომელსაც 91 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

როგორც სააგენტოში ამბობენ, 2021 წლის იანვარში დაიწყება პირველ 50 ჰექტარზე თხილის დარგვა, მთლიანობაში კი, პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს.