23.აგვისტო .2020 14:10

საქართველოში უცხოელების 45 842 ვიზიტიდან 96% კაცებზე მოდის - ივლისის სტატისტიკა

views 594
უკან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 45,842 ვიზიტი შედგა, საიდანაც 44 027 ვიზიტი (96%) კაცებმა განახორციელეს, ხოლო ქალებმა - 1 815 ვიზიტი (4%).

სავარაუდოდ, წელს გენდერულ ჭრილში ვიზიტორების ასეთი მკვეთრი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა უდიდესი ნაწილი კი კაცია.

თუ ვიზიტებს ასაკის მიხედვით დავახარისხებთ, ვნახავთ, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 58% 31-დან 50 წლამდეა, 31% კი - 51-დან 70 წლამდე.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ წინა თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან - თურქეთიდან, სომხეთიდან, ზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შედგა.

რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ვიზიტორების 94.5% - სახმელეთო გზით, 3.9% კი საჰაერო გზით შემოვიდა. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით კი ქვეყანას, შესაბამისად, ვიზიტორთა 04% და 1.3% ეწვია.

ცნობისთვის: 2020 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ჯამურად განხორციელებული 45,842 ვიზიტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 94.8%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა