23.ოქტომბერი .2020 13:08

საქართველოში უცხოური ბარათებით გადახდები 1.2 მილიარდი ლარით შემცირდა

საქართველოში უცხოური ბარათებით გადახდები 1.2 მილიარდი ლარით შემცირდა
views 395
უკან

2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური ბანკების მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათებით 887.5 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.17 მილიარდი ლარით ანუ 57%-ით ნაკლებია.

უცხოური ბარათებით საქართველოში შესრულებული ოპერაციების კლება, პირველ რიგში, ქვეყანაში ტურიზმის შემცირებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში უცხოური ბანკების ბარათებით საქართველოში 572 მილიონის ოპერაციები შესრულდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 4-ჯერ ნაკლები იყო და 147 მილიონ ლარს შეადგენდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის 9 თვეში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა 1.6 მილიონი ვიზიტი შედგა, მათი უდიდესი ნაწილი პირველ კვარტალში, საზღვრების ჩაკეტვამდე იმყოფებოდა ქვეყანაში. 2019 წელთან შედარებით ტურიზმის მაჩვენებელი 77%-ით არის შემცირებული.

უცხოური საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების კლება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, წელს საქართველოში ადგილობრივი მოთხოვნის მოცულობა შემცირებულია. 2020 წლის 8 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა