07.თებერვალი .2020 09:40

საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული ჩატარდება

views 347
უკან

დღეს ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში საქართველოში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის ჩატარების თაობაზე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე, Property Georgia-ს, FIABCI-Georgia-ს, ExpoGeorgia-ს, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციისა (GNARE) და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ერთობლივი ძალისხმევით არაერთი საინტერესო, მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის: საერთაშორისო გამოფენები და დაჯილდოებები, თემატური კონფერენციები, საგანმანათლებლო მასტერკლასები და უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ კვირეულის ორგანიზატორები: Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი ქეთევან ტაბატაძე და ExpoGeorgia-ს დირექტორი რესან ქიქავა, ასევე, კვირეულის თანაორგანიზატორი - საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ დემურია და ბიზნესპარტნიორი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში სამი მთავარი ღონისძიება გაიმართება, კერძოდ:

• 29 აპრილს, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) პატრონაჟით, პირველად საქართველოსა და რეგიონში “FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards Gala 2020“-ი ჩატარდება და მას 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი დაესწრება. ღონისძიებაზე უძრავი ქონების საუკეთესო დეველოპერული პროექტები 13 ნომინაციაში გამოვლინდება, გამარჯვებულები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში - FIABCI World Prix d’Excellence-ი. დაჯილდოების ღონისძიება ტარდება საქართველოს ბანკის, „გალტ ენდ თაგარტისა“ და „დიჯითალ არეას“ მხარდაჭერით. სტრატეგიული პარტნიორია „Colliers International Georgia“, ხოლო ინტელექტუალური პარტნიორია „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო“ (PwC Georgia).


• “GREE” - უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა 29 აპრილს გაიხსნება და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საკონსულტაციო და საფინანსო ორგანიზაციები რომლებიც მომხმარებლებს წარუდგენენ როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ პროექტებს საინტერესო შეთავაზებებით. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში შეხვდნენ ამ დარგის ყველა წარმომადგენელს და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით. უძრავი ქონების გამოფენის პარალელურად გაიმართება “Caucasus Build”-ის ყოველწლიური საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა, რომელიც 15 ქვეყნიდან 200-მდე კომპანიას უმასპინძლებს.

• უძრავი ქონების ასოციაციის ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოება 1 მაისს, აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის (NAR) პატრონაჟით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ უძრავი ქონების დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან როგორც კომპანიები, ისე კერძო პირები უძრავი ქონების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამი მთავარი ღონისძიებისა და გამოფენის პარალელურად, არაერთი პარალელური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის თემატური პრეზენტაციები, სემინარები, საგანმანათლებლო მასტერკლასები და საინვესტიციო ტურები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა