საქართველოში საკმაოდ ბევრი შვედური კომპანიაა წარმოდგენილი, მაგრამ მათი რიცხვის გაზრდა შესაძლებელია, - ამის შესახებ შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა, საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. ელჩის თქმით, შვედეთში განხორციელებული ექსპორტის გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება.
„საქართველოში საკმაოდ ბევრი შვედური კომპანიაა წარმოდგენილი და ეს მახარებს. საერთო ჯამში, ისინი ოცი ათასზე მეტი ქართველისთვის სამუშაო ადგილსა და შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ. ზოგიერთი კომპანია ძალიან დიდია, ზოგიერთი კი ძალიან პატარა, მაგრამ ყველა მათგანი ძალიან საინტერესოა და თან, ისინი პასუხისმგებლობიანი ბიზნესისმნიშვნელოვან მაგალითებს წარმოადგენენ, ასე რომ ამ კომპანიებით ძალიან ვამაყობ.
თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოში უფრო მეტი შვედური, ხოლო შვედეთში უფრო მეტი ქართული კომპანიის ხილვა შეგვიძლია. ცხადია, დიდი პოტენციალია ვაჭრობის მიმართულებითაც, რადგან დღეს, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულიორმხრივი ვაჭრობა არც თუ ისე მოცულობითია. ვაჭრობასთან მიმართებით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომსაქართველოს პროდუქტები ექსპორტზე ევროკავშირში გააქვს - ეს ის მიმართულებაა, რომელსაც შვედეთი აქტიურადუჭერს მხარს“, - აღნიშნა საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა.
შვედი დიპლომატის აღნიშნულ განცხადებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც ეხმიანება. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2021 წელს, შვედეთსა და საქართველოს შორის $19.4 მილიონის მოცულობისსავაჭრო ბრუნვა დაფიქსირდა, ხოლო 2022 წლის პირველ ცხრა თვეში, ეს მაჩვენებელი $23.6 მილიონამდე გაიზარდა.
საინტერესოა საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო დინამიკაც: გასულ წელს, ჩვენს ქვეყანასა და ევროგაერთიანებას შორის არსებულმა სავაჭრო ბრუნვამ $3 მილიარდი შეადგინა, მაგრამ 2022 წლის პირველ ცხრა თვეში, აღნიშნული მაჩვენებელი, ჯერჯერობით, $2.7 მილიარდს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი