მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში უმოქმედო სესხების ექვსჯერ ზრდა არის პროგნოზირებული. ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში მთლიან საკრედიტო პორტფელთან მიმართებით უმოქმედო სესხების წილი 1.6 პროცენტის დონეზე დიდხანს ვერ შენარჩუნდება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ის მთლიანი სასესხო პორტფელის 10%-ს მიაღწევს.
ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის COVID-19-ის კრიზისის მიუხედავად, ვადაგადაცილების დონე ადეკვატურ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ხოლო მომავალში მისი ზრდის შემთხვევაში ბანკებს უკვე შექმნილი აქვთ შესაძლო საკრედიტო დანაკარგების 1.2-მილიარდიანი ბუფერი, რამაც ეს დანაკლისი უნდა შთანთქას. ამ შთანთქმას გადაფარვის კოეფიციენტი ეწოდება და სებ-ის პროგნოზით ის საკმარისია, რათა უმოქმედო სესხების 10%-15%-მდე ზრდის დანაკარგები დაფაროს.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2008 წლის კრიზისის შემდგომ საქართველოში უმოქმედო სესხების მოცულობა 12.9%-მდე გაიზარდა და მის 5%-მდე შემცირებას, დაახლოებით, 5 წელი დასჭირდა.
“ჯამურად მთლიანი საკრედიტო პორტფელის 57%-მა ერთხელ მაინც ისარგებლა გადავადების პროგრამით, ხოლო ივლისის მდგომარეობით, პორტფელის 21%-ს საშეღავათო პერიოდი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ პორტფელის 18%-მა ორივე საშეღავათო პერიოდით ისარგებლა. ამ ტიპის დახმარებამ მნიშვნელოვნად შეარბილა პანდემიის უარყოფითი გავლენა და ქვეყნის ეკონომიკა მოთხოვნის კიდევ უფრო მკვეთრი შემცირებისგან დაიცვა. თუმცა მოსალოდნელია, რომ კრიზისის შედეგად, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის საკრედიტო საგარანტიო სქემის გათვალისწინებით, უმოქმედო სესხების წილი, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში იქნება.
უმოქმედო სესხების გადაფარვის კოეფიციენტი ადეკვატურ დონეზე ნარჩუნდება. ისტორიულად არსებული კარგი მაჩვენებლის ფონზე, 2020 წლის აპრილში, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის 1.2 მილიარდი ლარის ზოგადი რეზერვის შექმნის შედეგად, დანაკარგების რეზერვის უმოქმედო სესხებთან ფარდობამ 160% შეადგინა, თუმცა მოცემული კოეფიციენტი არ ითვალისწინებს პანდემიის გავლენას სესხების ხარისხზე. იმ შემთხვევაში, თუ უმოქმედო სესხების წილი 10-15%-ის ფარგლებში იქნება, მოცემული რეზერვი საკმარისია იმისთვის, რომ გადაფარვის კოეფიციენტი ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდეს.
2008 წლის კრიზისის შემდეგ უმოქმედო სესხების წილის 12.9%-იანი ნიშნულიდან 5%-მდე შემცირებას, დაახლოებით, 3 წელი დასჭირდა. მიმდინარე რეცესიის შემდეგ უმოქმედო სესხების გაჯანსაღება კრიზისის ხანგრძლივობაზე, სიღრმესა და აღდგენის ტემპზე იქნება დამოკიდებული,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.
გასული თვის მიმოხილვიდან ირკვევა, რომ აგვისტოში, ვადაგადაცილებული სესხები 20.9 მლნ ლარით გაიზარდა და 559.9 მლნ ლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ის მთლიანი სასესხო პორტფელის 1.6%-ს შეადგენს.
ვადაგადაცილებული სესხების 30.8% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული, 69.2% კი - უცხოური ვალუტით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა