მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უსაფრთხო ავტოპარკის მხარდაჭერისთვის EBRD პროექტს ახორციელებს

5dc8626402b86
BM.GE
11.11.19 09:05
921
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „საქართველო: უსაფრთხო ავტოპარკი და ნარჩენების მართვა“.

პროექტი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბებას საქართველოში მოქმედი ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის, ასევე, სახელმწიფო და კერძო კომპანიების, ორგანიზაციების ჩართვას და მათ მიერ ვალდებულებების აღებას ამ სფეროში.

პროექტის ფარგლებში 11-12 ნოემბერს 9:30 საათზე სასტუმრო „იოტაში“ ჩატარდება „პროფესიული საგზაო უსაფრთხოებისა და ნარჩენების შეგროვების უსაფრთხოდ მართვის ტრენინგ-კურსი“ , რომელიც კრანფილდის უნივერსიტეტის, EASST-ისა და IRU-ის აკადემიის მიერ შემუშავდა.

13 ნოემბერს კი 9:30 საათზე ისევ სასტუმრო „იოტაში“ გაიმართება მაღალი დონის შეხვედრა უსაფრთხო ავტოპარკსა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.

ღონისძიებებს დაესწრებიან EBRD-ის კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები; უსაფრთხო ტრანსპორტის და ნარჩენების მართვის ექსპერტები საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან; საქართველოს სატრანსპორტო სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები.