კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სებასტიან მოლინეუსმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუკი ქვეყანაში ვაქცინაცია არსებული ტემპით გაგრძელდება, მაშინ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინებით მოცვას საქართველო 4.3 წელში შეძლებს. როგორც მოლინეუსი აღნიშნავს, არსებული შედეგები სიხარულის საფუძველს არავის აძლევს, მისი თქმით საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ვაქცინების მოსაპოვებლად, თუმცა ამ მხრივ გლობალურ ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა. როგორც სებასტიან მოლინეუსი ამბობს, ვაქცინების დაკონტრაქტებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის კარგი სიახლე გახდება ცნობილი.
“საქართველოს დღემდე 100,000-ზე მეტი ვაქცინა აქვს გაკეთებული და მათგან ორჯერადად, ანუ სრულად 15,000-მდე ადამიანი არის აცრილი. ეს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია. შესაბამისად არამგონია1%-ზე ნაკლები მაჩვენებლით, არსებული შედეგებით და ვაქცინაციის ტემპით ვინმე კმაყოფილი იყოს. რამდენიმე კვირის წინ დღეში 1,000 ვაქცინაცია ტარდებოდა, დღეს კი დაახლოებით 3,000-მდე აცრა ტარდება. შესაბამისად, თუკი ამ ტემპით გაგრძელდა, მაშინ 4.3 წელი მაინც დასჭირდება მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას. ამგვარად, ამ მხრივ ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ დღეს გლობალურ ბაზარზე საკმაოდ რთულია ვაქცინების ყიდვა და მათი დაკონტრაქტება. ვხედავთ, რომ არაერთი ქვეყანა აწყდება ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სირთულეებს. მინდა გითხრათ რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ გააფორმოს და დააკონტრაქტოს ვაქცინები და მსოფლიო ბანკიც მას ამაში მხარს სრულად უჭერს. ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე ამ მიმართულებით საკმაოდ კარგ სიახლეებს ვიხილავთ.
მე ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილში, განსაკუთრებით კი რეგიონებში არსებობს ვაქცინაციისგან თავის შეკავების ტენდენცია და მინდა რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღეს ვაქცინაციის პროცესს,”- აცხადებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.
23 მაისის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მაინც აცრილია 112,192 ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს, ქვეყნის მიერ Covax-ის პლატფორმიდან მიღებული AstraZeneca-ს ვაქცინების დოზებით დაიწყო. მარტის ბოლოს ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინების დოზებიც შემოვიდა. თუმცა, შედარებით მასობრივი ვაქცინაცია მხოლოდ მაისში - “სინოფარმის” ვაქცინით დაიწყო. ამჟამად ქვეყანა კიდევ ერთი - “სინოვაკის” ვაქცინის გამოყენების დასაწყებად ემზადება, რომლისთვისაც რეგისტრაცია პარასკევს გაიხსნა.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წელს საქართველოს მთავრობა მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გეგმავს. ცნობილია, რომ სახელმწიფო Pfizer-თან ვაქცინების 1 მილიონ დოზაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, სამინისტრო იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ვაქცინის ეს დოზები ზაფხულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სებასტიან მოლინეუსი "ანალიტიკას" ეთერში:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი