საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორი (MVNO), შესაძლოა, წელს გამოჩნდეს, ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად კომპანიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ახალი ქსელი შესაძლოა უახლოეს თვეებში გაეშვას.
საქართველოში ამჟამად სამი მობილური ოპერატორი - “მაგთი”, “სილქნეტი” და “ბილაინი” ოპერირებენ. ამ კომპანიებს გააჩნიათ თავიანთი ინფრასტრუქტურული სისტემა, რომლითაც მილიონობით აბონენტს აწვდიან ინტერნეტს. MVNO-ებს ანუ “ვირტუალური ოპერატორებს” საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და მასზე დაშვების უფლებას არსებული ოპერატორებისგან ქირაობენ. MVNO-ების ოპერირების დაწყების მთავარი ბარიერი არის მობილურ ოპერატორებთან ინფრასტრუქტურის და სიმძლავრეების იჯარით აღების ფასის განსაზღვრა. ამას ემატება ისიც, რომ MVNO-ები ტრადიციული ოპერატორების პირდაპირი კონკურენტები იქნებიან.
“მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაცია არსებობს საქართველოში და მათ წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. გვქონდა დისკუსია, მსურველები აცხადებენ, რომ ისინი არიან ინტენსიური მოლაპარაკებების რეჟიმში ოპერატორებთან, ეს პროცესი არის რთული, თუმცა პროგრესი არის და დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ, რომ საქართველოში გაეშვება ვირტუალური ოპერატორი, რომელიც უკვე ხელშეკრულებამდეა მისული და უახლოეს თვეებში უნდა ველოდოთ. ასე რომ, ჩვენ დაკვირვების რეჟიმში ვართ,”- განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.
2021 წლის ბოლოს გაფორმდა MVNO დაშვების ხელშეკრულება "სილქნეტსა" და კომპანია "ეკლეკტიკს" შორის - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშშია საუბარი.
"კომუნიკაციების კომისიის ორწლიანი მუშაობის შედეგად, 2021 წელს ქსელურმა ოპერატორებმა "მაგთიკომმა", "სილქნეტმა" და "ვიონი საქართველომ" საჯაროდ დააფიქსირეს მზაობა საკუთარ ქსელში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის შესახებ. კერძოდ, კომპანიებმა განაცხადეს, რომ მზად არიან აწარმოონ მოლაპარაკება და ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, კომერციულად მისაღები პირობებით უზრუნველყონ მსურველი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვება.
2021 წლის ბოლოს გაფორმდა MVNO დაშვების ხელშეკრულება "სილქნეტსა" და "ეკლეკტიკს" შორის. თუმცა MVNO-ს ბაზრის სეგმენტის აქტუალიზაციისთვის, მნიშვნელოვანია შეიქმნას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის პრაქტიკული საქმიანობის დაწყების პრეცედენტი. კომუნიკაციების კომისია დააკვირდება და შეაფასებს MVNO-ს თავისუფალ რეჟიმში დაშვების პროცესს, რის შემდეგაც MVNO-ს დაშვების სავალდებულო რეჟიმის გადაწყვეტილების საჭიროებას გადახედავს”,- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.
COMCOM-ს მობილური კომპანიებისთვის ვადა მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს მიცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარზე MVNO-ების სავალდებულო დაშვების პრინციპის შემოღებას აპირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი