მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ვირუსის არსებობაზე მოსახლეობის 0.7% შემოწმდა

5eb69064124fa
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 15:00
936
8 მაისს საქართველოში COVID-19-ის პირველადი ყოველდღიური ტესტირებების რაოდენობამ ეპიდემიის მიმდინარეობის მაქსიმალურ მაჩვენებლს, 1985-ს მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაისის ბოლომდე ტესტირებების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს. 

NCDC-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ვირუსის არსებობაზე გასული თვეების განმავლობაში სულ 27,846 ადამიანის პირველადი შემოწმება მოხდა. რაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან, ანუ 3.716 მილიონთან მიმართებით მოსახლეობის 0.74%-ს შეადგენს. 

არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების სულ 626 შემთხვევა არის გამოვლენილი, აქედან 297 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 10 გარდაიცვალა, 319 კი კვლავ აგრძელებს მკურნალობას.

დღის განმავლობაში ყველაზე მეტი - 34 ახალი შემთხვევა აპრილის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. მაისის განმავლობაში კი დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.