მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ვიზიტორები ყველა ქვეყნიდან გაზრდილია, გარდა რუსეთისა და ირანისა

5d90509ab69b1
მარიამ ადამია
29.09.19 10:32
1182
Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, უკვე მესამე თვეა, საქართველოში თურქეთიდან ტურისტები იზრდება, იმ დროს, როდესაც ეს მაჩვენებელი შემცირებული იყო, რის მიზეზადაც, თურქეთში ლირის რეკორდული გაუფასურება სახელდებოდა. ამის შესახებ ბოჭორიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშა, რომ ამ ქვეყნიდან პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება.

„მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიასანქციები დაწესდა, ივლისში დაფიქსირდა ზრდის ტემპების შენელება, თუმცა აგვისტოში მაჩვენებლები ცოტა გაუმჯობესდა და თუკი ორივე თვის მონაცემებს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყნიდან გვაქვს მნიშვნელოვანი მატება ვიზიტორების. ანუ მხოლოდ ორი ქვეყანაა, რუსეთი და ირანი, საიდანაც ვიზიტორების კლება ფიქსირდება“- აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

Galt&Taggart-ის შეფასებით, პოზიტიურია, ის ფაქტი, რომ ჯამურად ვიზიტორების ზრდის ტემპი დადებითია, ანუ შემცირებულია მოლოდინებთან შედარებით, თუმცა მთავარია კლება არ ფიქსირდება. რაც შეეხება შემოსავლებს, ეროვნული ბანკის შეფასებით, შემოსავლები 10%-იანი კლება გაქვს მაგრამ Galt&Taggart-ის გათვლებით, ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლებბი უნდა იყოს.