მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წამყვანი უკრაინელი ტუროპერატორები იმყოფებიან

5dc1c98336d35
BM.GE
05.11.19 23:07
1156
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მომუშავე უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს. უკრაინიდან 26 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ქართული კომპანიების ხელმძღვანელებს B2B ფორმატში შეხვდა.

"ღონისძიების ფარგლებში მათ საქართველოში დავათვალიერებინეთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, შეხვედრების სივრცეებს, სარესტორნო ინდუსტრიას და სხვა. ტუროპერატორების საქართველოში მოწვევით ადგილობრივ კერძო სექტორს B2B შეხვედრების ფორმატის ფარგლებში საშუალება მივეცით ახალი ურთიერთობები და ბიზნესკონტაქტები დაემყარებინათ უკრაინელ კოლეგებთან.  საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი უკრაინელი ტურისტის ჩამოსვლას", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

7 დღის განმავლობაში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებენ, ადგილზე გაეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.