აქართველოში წარმოებული ავეჯი გაძვირდა. ამის მიზეზი, იმპორტირებულ ნედლეულზე ფასების ზრდა და რუსეთ-უკრაინის ომია.
ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ ვერძეული BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა, ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნესში, ავეჯის წამროებაშიც საერთო სურათი შეცვალა - ნედლეულის იმპორტი შეიზღუდა.
“ნედლეულის იმპორტის შეზღუდვის პარალელურად, ადგილობრივ მწარმოებლებს ავეჯზე ფასების 20-25%-ით გაზრდა მოუწიათ. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შეფერხება ჩვენთვის ხის მასალის მომწოდებელ მთავარ იმპორტიორ თურქეთის ბაზარზეც იყო. თურქეთის მთავრობამ მაშინ გადაწყვიტა, რომ ავეჯის დასამზადებელი ნედლეულის გარკვეული სახეობების ექსპორტი შეეზღუდა, რამაც ბუნებრივია ჩვენს ბაზარზე გავლენა იქონია.” - განმარტა ვერძეულმა.
კომპანია “ჰოუმმეიდის” წარმომადგენელი მარიამ ქავთარაძე განმარტავს, რომ ფასების ზრდის მიუხედავად ავეჯის ბაზარზე მოთხოვნა მაინც სტაბილურადაა და ამას მომხმარებლების შემცირება არ გამოუწვევია.
“ნედლეულზე ფასები გაზრდილია, როგორც ხეზე ასევე საჭირო კონსტრუქციაზე. შედეგად ფასები ჩვენც დავაკორექტირეთ, თუ ამ დრომდე მაღაზიაში ხის სკამების ფასი 300 ლარი იყო, მისი ღირებულება ახლა 450 ლარია. პანდემიის შემდეგ ჰოუმმეიდში მომხმარებლების კატეგორიაც შეიცვალა მაგალითად, სასტუმროების მხრიდან მოთხოვნა განახევრდა და ფიზიკური პირებისგან გაიზარდა.” - აღნიშნა მან.
ასევე ქართული წარმოების, “შნოს” დამფუძნებელი გივი ნიორაძე ამბობს, რომ მას იმპორტირებული ნედლეული 80%-ით გაუძვირდა, შედეგად ადგილობრივ ბაზარზე ფასის შენარჩუნება გართულდა.
“კომპანიაში ფასების კორექტირება 50%-ით მოხდა. თუმცა, ქართულ ავეჯზე მყიდველების მხრიდან მოთხოვნა მაინც გაზრდილია ეს კი მზა ავეჯის იმპორტის შეფერხებამ გამოიწვია.” - აღნიშნა ნიორაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი