16.აპრილი .2021 19:30

საქართველოში წარმოებული ჩირის ექსპორტი იზრდება - კომპანიების გეგმები

საქართველოში წარმოებული ჩირის ექსპორტი იზრდება - კომპანიების გეგმები
views 232
უკან

ჩირის მწარმოებელი ქართული კომპანიები ექსპორტის ზრდას გეგმავენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორს“ 2021 წელს, ექსპორტის 50%-იანი ზრდა აქვს დაგეგმილი.

„პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ლიეტუვაში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩეხეთსა და ისრაელში“ ,- აცხადებს „ჩიკორის“ გენერალური დირექტორი ანანო ბეჟანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ „ჩიკორის“ ჩირი ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და იმავე წელს ექსპორტზე გავიდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათს სამომავლო გეგმებში ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება შედის.

რაც შეეხება „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ ჩირს, კომპანიამ ექსპორტი 20-30%-ით უკვე გაზარდა. 

„ჩვენი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და რუსეთის ფედერაციაში გადის. შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია 20-30%-ით. ექსპორტის ზრდის მოლოდინი გვაქვს ივნისიდან, რადგან აქტიური პერიოდი სწორედ ზაფხულში გვეწყება. ამასთანავე, წინასწარი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს“, - განაცხადა „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ წარმომადგენელმა, სალომე ალანიამ.

აღსანიშნავია, რომ „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ ხილის გადამამუშავებელი საწარმო სახელმწიფო ფინანსური მხრადაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში შეიქმნა. საწარმოში განხორციელებულმა სრულმა ინვესტიციამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 1 მლნ ლარს აჭარბებს. საწარმოს წარმადობა 120 ტონა ხილის გადამუშავებაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა