ქართული წარმოების პირბადეები გერმანიასა და ნიდერლანდებში ექსპორტზე გავიდა. პანდემიის დროს დაარსებული საწარმოს „რესპირატორი“ დამფუძნებელი სერგო გალუსტიანი bm.ge-ს უყვება, რომ პირველ ეტაპზე ევროპაში 100 ათასი პირბადე გავიდა, ისინი უკვე განბაჟებულია და მიმდინარეობს მზადება მეორე პარტიის გასაშვებად.
„ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ უკვე გაიტანა შეკვეთები გერმანიასა და ნიდერლანდებში. ეს იყო სატესტო გატანა, მომავალ კვირაში ველოდებით ახალ შეკვეთას“, - განაცხადა გალუსტიანმა.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს, როგორც გალუსტიანი ამბობს, საწარმომ წარმადობა გაზარდა და ამჟამად „რესპირატორი“ თვეში 12 მლნ პირბადეს აწარმოებს, რაც ქართული ბაზრისთვის აბსოლუტურად საკმარისია.
„თვეში უკვე ვაწარმოებთ 12 მლნ პირბადეს, რაც საქართველოს ბაზრისთვის აბსოლუტურად საკმარისია. ეს არის მაქსიმუმი, რაც ქართულმა ბაზარმა შეიძლება აითვისოს. ყველა დიდ კომპანიას და სააფთიაქო ქსელს ჩვენ ვაწვდით პროდუქტს. დავიწყეთ ასევე პირბადეების წარმოება ქართული დროშით და წარწერით Made In Georgia. ამჟამად „რესპირატორში“ 40-მდე ადამიანი მუშაობს და თანამშრომლები ორ ცვლაში არიან გადანაწილებული. წარმადობის გაზრდის გამო 12 თანამშრომელი დავამატეთ“, - განაცხადა გალუსტიანმა.
მისივე თქმით, მიუხედავად წარმოების გაზრდისა, პირბადის თვითღირებულება შემცირებულია და შემოსავლის თვალსაზრისით „დიდი არაფერია“.
„როცა პანდემია დაიწყო, საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ მანქანა-დანადგარებში, 1 მლნ-ზე მეტი. ვცდილობთ, რომ ეს დანახარჯი ამოვიღოთ. გარდა ამისა, ინვესტიციის მიღმა შეძენილი გვაქვს ნედლეული, რომელიც უნდა გაიხარჯოს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, პანდემია მალე დასრულდება და ჩვენ დავუბრუნდებით ძველ საქმიანობას, რადგან ამ საქმის გაგრძელებას არ ვგეგმავთ. ამ ბიზნესს არანაირი მომავალი არ აქვს, რადგან საქართველოში პირბადის მოხმარება არის საშუალოდ თვეში 1 მლნ პირბადე, ხოლო მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისას აწარმოებს და ექსპორტზე გატანაც ვერ დაიგეგმება“, - განაცხადა სერგო გალუსტიანმა.
საწარმოს დამფუძნებელი ამ ეტაპზე ვარაუდობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ პირბადების მწარმოებელ დანადგარებს სახელმწიფოს გადასცემს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ