მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წერტილი უნდა დაესვას არასტაბილურობის განცდას - დავით ბარდაველიძე

647f6470706cc
თელარა გელანტია
06.06.23 22:00
842
„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას დაძაბულობის და არასტაბილურობის განცდას, რომელიც აგრესიაშია გადასული“, - ასე უპასუხა შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანია GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„წერტილი უნდა დაესვას, ასევე, ჩვენი დიდი მეზობლის მძვინვარებას, რომელიც ყოველთვის ჩვენი გამოწვევა იყო; ამ ბედისწერის ქვეშ ვართ 200 წელია. იმედია, ჩვენი ისტორია, ჩვენი გენი სწორ გზას გვაჩვენებს. ის გარემო, რომელიც ევროპას გულისხმობს, ჩვენთვის უცხო არაა. იმედია, ისინი ჩვენ გვიპოვიან და ჩვენ - მათ“, - თქვა ბიზნესმენმა.

აღსანიშნია, რომ „ჯორჯიან პროდაქტსი“ იმ TOP-10 ქართულ კომპანიას შორისაა, რომელმაც 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე.

ამასთან, GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებლის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება გლობალურ ბაზრებთან მეტი ინტეგრაცია, რათა ქვეყნის შიგნით შექმნილი პროდუქციის თუ მომსახურების რეალიზაცია მოვახდინოთ.
„არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი. ჩაკეტილებმა 70 წელი ვიცხოვრეთ“, - დასძინა მან.

„ჯეორჯიან პროდაქტსი“ სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია. კომპანიამ საქმიანობა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2015 წლიდან კომპანიის მიერ წარმოებული, შინაური ცხოველების ავეჯი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანა. 2018 წელს კი, კომპანიამ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა, კერძოდ, შინაური ცხოველებისთვის საკვების დამატება შეძლო.