მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წერტილი უნდა დაესვას კორუფციას და ნეპოტიზმს - პაატა შურღაია

642872a38c6b8
ლიკა მეგუთნიშვილი
01.04.23 23:41
717
აუდიტორული კომპანია „გრანთ თორთონის“ ვიცე-მმართველი პარტნიორის, პაატა შურღაიას თქმით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას კორუფციას და ნეპოტიზმს. ამის შესახებ მან გადაცემა #წერტილში, წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„ნებისმიერი კორუფცია და ნეპოტიზმი ჩვენი მომავლისთვის სახრჩობელაა. არ აქვს მნიშნელობა, შეიძლება ჩემი ბიძაშვილიც რომ იყოს, ნებისმიერი ადამიანის შენახვა, ვინც შედეგს ვერ გვაძლევს, ეკონომიკისთვის დამანგრეველია. ეკონომიკა არის ჯაჭვი, რომელსაც ერთი რგოლიც რომ მოსძვრეს, შესაბამისად ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ნეპოტიზმი და კორუფცია არის ის, რასაც აუცილებლად შევცვლიდი“, - განაცხადა პაატა შურღაიამ